Friday, December 4, 2015

სასწავლო პროექტის "ფუტკარი" გეგმა

        სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მ ე გ ი    ც ა კ ა შ ვ ი ლ ი
რაიონი
ს ი ღ ნ ა ღ ი
სკოლა
ბ ო დ ბ ი ს     ს ა ჯ ა რ  ო      ს კ ო ლ ა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ფუტკარი
თემის შინაარსი
რა სარგებლობა მოაქვს ფუტკარს და ფუტკრის პროდუქტებს .
საგანი
ქართული ენა ,ბუნებისმეტყველება,ისტ,მათემატიკა, ხელოვნება
დონე/კლასი  
II  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
  • ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

  • ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
  • გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
  • ასათაურებს ტექსტს;
  • ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
  • მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
  • ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
  • აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
  • თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
  • პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
  • ხმამაღლა კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
  • პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.

  • ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
  • ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
  • ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი
ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
  • ასახელებს მოსმენილი / წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ ადგილებს.
ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან
მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის,
რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
  • მოცემული ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
  • ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;

ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.

  • გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
  • გადმოსცემს ნახატით ან მუსიკალური ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
  • ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.
  • თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა   ტექსტში;
  • ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
  • წერს  და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
  • პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;
  • წერს კარნახით;
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ქართ. II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.

  • სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს სათანადოდ ათანხმებს რიცხვში;
  • კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
  • ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
  • მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.
  • კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
  • იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად
  • ბუნ. II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
  • ·      გამოხატავს საკუთარ განწყობას სხვადასხვა  ამინდის მიმართ;
  • ·      აკვირდება ორგანიზმების (მაგ., მერცხლები, სხვადასხვა მწერი)  ქცევას ამინდის ცვლილებისას, დაკვირვების შედეგებს გადმოსცემს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით.
  • ბუნ.II.3.მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი  მოძრაობების  აღწერა.
  • ·         აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილდება (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები);
  • მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ·   კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან  და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
  • ·   სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
  • ·   ასახელებს მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ წევრთა რიგს.                                                  მათემატიკა
    მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
    ·      ასახელებს მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ წევრთა რიგს.

    მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
    ·         ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
    ·         განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;



    მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.

    ·      ერთგვაროვან საგანთა ორი/სამი გროვიდან ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;

    მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.

    ·      ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;

    მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა

    მათ. II.6.    მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდულ განლაგებებს (მიმდევრობებ) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.

    მათ. II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა
    მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·      ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
    მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.

    ·      განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
    ·      აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ);
    ·      გასცემს და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითითებებს.

    მათ. II.11. მოსწავლეს შეუძლია  თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
    ·      აგროვებს მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
    ·      ამოკრებს რამდენიმე მონაცემს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან (არაუმეტეს ათი მონაცემი);


    მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.


    ·      განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე (მიმდევრობით გამოყოფილი პოზიციების შემთხვევაში);
    •  

  • ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
  • შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ·           იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
  • ·           ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
  • ·           იყენებს ისტ-ს საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში (მაგალითად, ტექსტურ რედაქტორში ქმნის დაბადების დღის მისალოც ბარათს);
  • ·           ქმნის თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორ­მატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (მაგალითად, გარემოს დაცვის შესახებ პროექტის დამხმარე, თვალსაჩინო მასალა).
  • ს.გ.I.1. მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე  ძირითადი ელემენტი და პრინციპი  ნამუშევრის შექმნისას.
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ·           ნამუშევარში იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილს, სწორს, ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, კონტურს);
  • ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას.
  • ·           ქმნის პლასტილინისგან მარტივ ფორმებს.
  • ·           ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს;
  • ·           იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს, გუაშის საღებავებს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად;


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • დაახასიათებენ ფუტკარს
  • ჩამოთვლიან ფუტკრის პროდუქტებს
  • შეადგენენ პრეზენტაციებს POWER-POINT-ში
  • შეისწავლიან და გაანალიზებენ ფუტკრისა და  ფუტკრის პროდუქტების  სასარგებლო თვისებებს
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?
თემატური კითხვები
რა სარგებლობა მოაქვს ფუტკარს და ფუტკრის პროდუქტებს ?
შინაარსობრივი კითხვები
რით გაახარა ფუტკარმა სოფელი და ქალაქი ?
რა პროდუქტებს გვაძლევს ფუტკარი ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ



შეკითხვების დასმა
ვ-მ-ვ  ცხრილი
გონებრივი იერიში
კითხვარები
პეზენტაციის შექმნა POWER-POINT-ში
დაკვირვების დღიური
ჯგუფური შეფასება
თვითშეფასება
ვ-მ-ვ ცხრილი
სტრატეგია 3-2-1
პრეზენტაზიის შეფასება
თვითშეფასება
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის დასაწყისში  ვ-მ-ვ  ცხრილით მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა,პროექტის მსვლელობის დროს დაკვირვების დღიურის შევსება, კითხვარების შევსება ,  პრეზენტაციის ურთიერთშეფასება და თვითშეფასება, პოზიტიური  ,კონკრეტული  ,განმავითარებელი  კომენტარები.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
  • კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება
  • ბუკზე მუშაობა
  • კვლევა
  • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
  • WORD-ში მუშაობა
  • POWER-POINT-ით პრეზენტაციის შექმნა
  • დაკვირვება
  • ხატვა
  • მარტივი  მათემატიკური  გამოთვლები
სასწავლო პროცედურები
დავსვამ კითხვებს  :  
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?
რა სარგებლობა მოაქვს ფუტკარს და ფუტკრის პროდუქტებს ?
გონებრივი იერიშით მოვახდენ იდეის გენერირებას.
მოსწავლეები შეავსებენ კითხვარს და ვ-მ-ვ ცხრილს
.კლასს დავყოფ ხუთ ბავშვიან ჯგუფებად - „სკებად “ .გავუნაწილებ დავალებებს .შეავსებენ დაკვირვების დღიურებს .შექმნიან პრეზენტაციებს POWER-POINT-ში .დახატავენ  ფუტკარს და მოაწყობენ ნახატების გამოფენას . აკრეფენ ტექსტს WORD-ში ბუკებში. წავლენ  ექსკურსიაზე   საფუტკრესა და ბოდბის  ტაძარში მეფუტკრისაგან აიღებენ ინტერვიუს. შეისწავლიან  სიმღერებს  ფუტკარზე .შეისწავლიან ცეკვას  რომა რცხილაძის სიმღერაზე. შეასრულებენ სახალისო  მათემატიკურ  სავარჯიშოებს  ფუტკრის  შესახებ,გააკეთებენ  კლასის  მართვის  პროგრამაში  ტესტს  ქართულ  ენაში წაკითხული  ტექსტის  გააზრებაზე.ბუკებში  ხაზს  გაუსვამენ ლექსის  ტექსტში  მოცემულ  მოქმედების  აღმნიშვნელ  სიტყვებს,მოაწყობენ  დეკლამატორების კონკურსს,შეასრულებენ ქართული  ენის  სამუშაო  რვეულში  მოცემულ  სავარჯიშოებს ფუტკარზე,გააკეთებენ  ლაბირინთს ,  პლასტილინით  გამოძერწავენ  ფუტკარს.ინტერნეტში  მოიძიებენ  მასალას  ფუტკრის  და  თაფლის  შესახებ,შეადგენენ  კროსვორდებს  “ფუტკარი”  ყვავილების  სახელების  გამოყენებით.მშობლებს  დაურიგებენ  ბუკლეტებს.ჩაატარებენ დისკუსიას “ჭიანჭველა  და ფუტკარი”,წარმოადგენენ  როლურ  თამაშს “ჭიანჭველა  და  ფუტკარი”,ნახავენ  ვიდეოჩანაწერებს  “საოცარი  არსებები”, “როგორ  ჩნდება  ფუტკარი”,  “მეფუტკრეობა”  და  “ფუტკარი ,სკა  და  თაფლი  “.შეისწავლიან  ანდაზას  და  გამოცანას  ფუტკრის  შესახებ.  შეავსებენ  ვენის  დიაგრამას   და  დაადგენენ  ფუტკრისა  და  ჭიანჭველის  მსგავსება-განსვავებას, ნახავენ   პრეზენტაციას  მწერების  შესახებ.
ექიმის ფორმაში ჩაცმული ბავშვები ისაუბრებენ ფუტკრის სარგებლიანობაზე მედიცინაში.“კოსმეტოლოგი“ისაუბრებს თაფლის ნიღბებზე.“მზარეული“ისაუბრებს თაფლით შექმნილ საკვებ პროდუქტებზე ,წარმოადგენს გოზინაყის რეცეპტს .წარმოადგენენ შექმნილ პრეზენტაციებს. დაანთებენ სანთლებს .







სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.







დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
დამატებითი დრო სწავლისთვის,
ჯგუფური მუშაობა,
დავალებების კალენდარი,






დაბალი
აკადემიური
მოსწრების
მოსწავლეები

ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.
მარტივი გრამატიკული სავარჯიშოები, რთულის ნაცვლად.
სახატავ რვეულში დახატვა ,ნაცვლად  POWER-POINT-ში პრეზენტაციის გაკეთებისა.




მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
POWER-POINT-ში პრეზენტაციის შექმნა.
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში.
ვენის დიგრამის შევსება.
კროსვორდების  შედგენა






სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ფოტოკამერა
კომპიუტერები
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
      POWER-POINT

ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელო :  ქართული  ენა,მათემატიკა
ილუსტრაციები
ინვენტარი/მასალები
--
ინტერნეტრესურსები
ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
სხვა რესურსები
დაწყებითი კლასის მასწავლებლები
დირექცია
ბუნებისმეტყველების მასწავლებლები
მშობლები
მეფუტკრეები
ფიჭა,სანთელი,დინდგელი,თაფლი
ფუტკრის ფორმები,ჭიანჭველის ფორმა,სკა,პირბადე,

No comments:

Post a Comment