Wednesday, December 2, 2015

პროექტის განხორციელების ანგარიში

პროექტი  ფუტკარი ძალიან  საინტერესოდ  და სახალისოდ  განხორციელდა:
  • გონებრივი  იერიშით  მოვახდინეთ  იდეების  გენერირება
  • შევავსეთ  კითხვარი  და  ვ-მ-ვ  ცხრილი
  • შევადგინეთ ცნების რუკა "ფუტკარი"
  • ვნახეთ  ჩემს  მიერ  შექმნილი  პრეზენტაციები "მწერები"
  • ვნახეთ   ჩემს  მიერ  შექმნილი  პრეზენტაცია  "ფუტკარი  და მისი  პროდუქტები"
  • შევისწავლეთ  იაკობ  გოგებაშვილის  "ჭიანჭველა  და  ფუტკარი"
  • ვნახეთ  ჩემს  მიერ  შექმნილი  პრეზენტაცია   "ჭიანჭველა  და  ფუტკარი"
  • ჩავატარეთ  დისკუსია  "ჭიანჭველა  და  ფუტკარი"
  • ჩავატარეთ  როლური  თამაში   "ჭიანჭველა  და  ფუტკარი"
  • გავაკეთეთ  ვენის  დიაგრამა   "ჭიანჭველა  და  ფუტკარი"
  • შევისწავლეთ  ცირა  ქიტიაშვილის  ლექსი  "მომღერალი  ფუტკარი ",გამოვიყენეთ შებრუნებული  საკლასო  ოთახი  (კომპიუტერებში  წინასწარ  ჩავწერეთ   ჩემი  შექმნილი  WIDEO-MAKER-ში ჩემი  ხმით  ჩაწერილი  ლექსი ,POWER-POINT-ში  პრეზენტაცია  და  სიმღერა  "მომღერალი  ფუტკარი ")
  •  შევისწავლეთ  სიმღერა   ENKI-BENKI-ის   "მომღერალი  ფუტკარი "
  •  ლექსის ტექსტი  ავკრიფეთ  WORD-ში  და მოქმედების  აღმნიშვნელ  სიტყვებს  გავუსვით  ქვეშ  ხაზი  UNDERLINE-ით.
  • კლასის  მართვის პროგრამით  შევასრულეთ  ტესტი  წაკითხული  ტექსტის  გააზრებაზე ("მომღერალი  ფუტკარი ")
  • ჩავატარეთ  დეკლამატორების  კონკურსი  "ვინ  უფრო  მხატვრულად  წაიკითხავს  ლექსს "მომღერალი  ფუტკარი "
  • მოვაწყეთ  ნახატების  გამოფენა  ფუტკარზე
  • შევასრულეთ  ტესტი  "სავარჯიშოები  ქართულ  ენაში"
  • შევასრულეთ ჩემს  მიერ  შექმნილი  სახალისო  სავარჯიშოები  მათემატიკაში
  • შევისწავლეთ  ლექსები  და  სიმღერები  ფუტკარზე:                                                           1.ფუტკარი -რომან  რცხილაძის  სიმღერა                                                                               2.ფუტკარი  როგორც  აფთიაქარი-ოთარ  რამიშვილის  სიმღერა                                       3. ფუტკარი -ლექსი  ნოდარ  დუმბაძის
  • ლაბირინთში  ფუტკარი  მივიყვანეთ  ჯერ ყვავილებთან,მერე კი სკასთან.
  • ინფორმატიკის  კაბინეტში  პროექტორით  დიდ  ეკრანზე ვნახეთ  ინტერნეტში  მოძიებული  ვიდეოები  ფუტკარზე : 
  1.  " საოცარი  არსებები",  
  2. "მეფუტკრეობა " ,  
  3. "როგორ  იბადება  ფუტკარი "
  4.  "ფუტკარი ,სკა  და  თაფლი " 
  • ვიყავით  ექსკურსიაზე  საფუტკრეში .გადავიღეთ  სამახსოვრო სურათები  და  ვიდეო "სტუმრად  საფუტკრეში "
  • მეფუტკრისაგან  ავიღეთ  ინტერვიუ.
  • ვიყავით  ექსკურსიაზე  ეკლესიაში ,  ვნახეთ  და  დავანთეთ  ფუტკრის  პროდუქტი - სანთლები
  • სურათებით  WIDEO-MAKER-ში  შევქმენით  ვიდეო  და  ფონად  დავუდეთ  ცისფერი  ტრიოს  სიმღერა  "ფუტკარი  როგორც  აფთიაქარი"
  • ინფორმატიკის  კაბინეტში  ვნახეთ დიდ  ეკრანზე ექსკურსიაზე  გადაღებული  ვიდეო  და  სურათები.

No comments:

Post a Comment