Wednesday, December 2, 2015

ექსკურსია საფუტკრეში (ანგარიში)

                                              ექსკურსია  საფუტკრეში
         ბოდბის  საჯარო  სკოლის  მეორე  კლასის მოსწავლეები  ფუტკრისა  და  მისი  პროდუქტების  უკეთ  გასაცნობად  საფუტკრეს  ეწვივნენ. 
         ბავშვებს  წინასწარ  გავაცანი  ექსკურსიის  მიზანი,მივაწოდე  ინფორმაცია  იმის  შესახებ,თუ  რა  უნდა  გვენახა   და  რაზე  გაგვემახვილებინა  ყურადღება.
         მეფუტკრე  ნანა  ბენაშვილი  ესაუბრა  მოსწავლეებს  ფუტკარზე  და  მის  პროდუქტებზე.
         ბავშვებმა  უამრავი  საინტერესო  კითხვა  დაუსვეს  მას:
  1. რამდენ  ხანს  ცოცხლობს  ფუტკარი ?
  2. რატომ  იკბინებიან ?
  3. მართალია  თუ  არა  ,რომ  ფუტკარი  როცა  გკბენს ,თვითონ  კვდება?
  4. ერთ  სკაში  რამდენი  ფუტკარი  ცხოვრობს?
  5. ერთმანეთს  ეჩხუბებიან  თუ  არა?
  6. სძინავთ  თუ  არა  ფუტკრებს?
  7. ფუტკრები  როგორ  ცნობენ  თავიანთი  სკა  რომელია?
  8. საიდან  ჩნდება  ფუტკარი?
  9. ზამთარში  რომ  ყვავილები  არ  არის , თაფლს  როგორ  აკეთებენ ?            
        და  სხვა   
             ბავშვებმა  ბუნებაში  ერთად  თქვეს  ლექსი  და  იმღერეს  სიმღერა   "მომღერალი  ფუტკარი ".
             მასპინძელმა  მეფუტკრის  ქუდები  დაახურა  ბავშვებს .
             გადავიღეთ  სამახსოვრო  სურათები  და  ვიდეო .
             მადლობა  გადავუხადეთ  ნანა  ბებოს  საინტერესო  ექსკურსიისთვის  და  დავემშვიდობეთ .
             ბავშვებს  ძალიან  მოეწონათ  ბუნებაში  ერთად  გასვლა .
             

No comments:

Post a Comment