ფ უ ტ კ ა რ ი
სიმღერა ოთარ რამიშვილის
მზე აყვავებულ
ცაცხვებს დაჰხარის
სურს სურნელება საამოდ ნამავს.
2 -ჯერ{ ფუტკარი როგორც აფთიაქარი
ყვავილებისგან გვიმზადებს
წამალს.
მე ფუტკრის
ზუზუნს გულს ვუთმობ
ბინად,
სული ჰანგების
შუქით გამთბარა ,
2
-ჯერ{ ჩემს და მზეს შორის ფუტკარი
ფრინავს
როგორც
სიცოცხლის ელჩი პატარა .
იფრინე ქვეყნად,იფრინე ქვეყნად,
რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი.
2
-ჯერ { ამაზე კარგი
რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე და ღმერთს
სანთელი .
No comments:
Post a Comment