ჭიანჭველა და ფუტკარი
როლური თამაში
ბოდბის საჯარო
სკოლის მეორე კლასში
15 მოსწავლეა .
კლასი გავყავით 5 ჯგუფად
სურვილის მიხედვით. თითო ჯგუფში 3-3 მოსწავლე
იყო .
მათ შორის ურთიერთშეთანმებით
განაწილდა ავტორის, ჭიანჭველის და ფუტკრის როლები .
ხუთივე ჯგუფმა
წარმოადგინა ამ ნაწარმოების
ინსცენირება .
ბავშვები ხალისიანად
და დიდი პასუხისმგებლიბით ასრულებდნენ თავიანთ როლებს, ერთმანეთს აძლევდნენ
სასარგებლო რჩევებსა და დარიგებებს
, ცდილობდნენ თავიათი ჯგუფის წარმოდგენა
უკეთესი ყოფილიყო სხვა ჯგუფის
წარმოდგენაზე, „კონკურენციამ“ განაპირობა ის, რომ ყველა ბავშვმა აქტიურად
მიიღო მონაწილეობა და შეძლებისდაგვარად წარმოაჩინა
თავი .
მოსწავლეებმა
კარგად გაართვეს დავალებას
თავი. გაითავისეს როლები .
ბავშვებს განუვითარდათ
შემდეგი უნარები :
·
მეტყველების
·
ინტერპრეტაციის
·
ურთიერთშეფასების
·
თვითშეფასების
·
ინტრაპერსონალური
·
ინტერპერსონალური
·
იმპროვიზაციის
·
და სხვა
კარგი იქნება თუ მომავალში კიდევ გავასცენარებთ ნაწარმოებებს ,რადგა ამან ბავშვებში გამოიწვია ინტერესი , დადებითი ემოცია
და უკეთ სწავლის
მოტივაცია .
No comments:
Post a Comment