Sunday, September 20, 2015
სავარჯიშოები ქართულ ენაში
სავარჯიშოები ქართულ ენაში
1) დაალაგეთ მწერები ანბანის მიხედვით
ობობა ,ჭრიჭინა, კალია,ფუტკარი, ბუზი, ჭიამაია,ციცინათელა,ტარაკანა,კრაზანა,ჭიანჭველა
2) მოძებნე შესაფერისი სიტყვები და შეაერთე ხაზებით
ბუზი ჭრიჭინებს
ობობა დახტის
კალია ბზუის
ჭრიჭინა ქსელს ქსოვს
ფუტკარი თაფლს ამზადებს
3) ჩაწერეთ გამოტოვებული სიტყვა ანდაზაში
ბუზი ყველა ბზუისო , . . . . . . . . . ყველა ტყუისო .
4) რამდენ მარცვლიანია ? დამარცვლეთ...
- თაფლი
- სკა
- სანთელი
- ფუტკარი
5) რა ჰქვია ფუტკრის საცხოვრებელს ?
- სორო
- სკა
- ფუღურო
- ბუნაგი
ჭიანჭველა და ფუტკარი-როლური თამაში
ჭიანჭველა და ფუტკარი
როლური თამაში
ბოდბის საჯარო
სკოლის მეორე კლასში
15 მოსწავლეა .
კლასი გავყავით 5 ჯგუფად
სურვილის მიხედვით. თითო ჯგუფში 3-3 მოსწავლე
იყო .
მათ შორის ურთიერთშეთანმებით
განაწილდა ავტორის, ჭიანჭველის და ფუტკრის როლები .
ხუთივე ჯგუფმა
წარმოადგინა ამ ნაწარმოების
ინსცენირება .
ბავშვები ხალისიანად
და დიდი პასუხისმგებლიბით ასრულებდნენ თავიანთ როლებს, ერთმანეთს აძლევდნენ
სასარგებლო რჩევებსა და დარიგებებს
, ცდილობდნენ თავიათი ჯგუფის წარმოდგენა
უკეთესი ყოფილიყო სხვა ჯგუფის
წარმოდგენაზე, „კონკურენციამ“ განაპირობა ის, რომ ყველა ბავშვმა აქტიურად
მიიღო მონაწილეობა და შეძლებისდაგვარად წარმოაჩინა
თავი .
მოსწავლეებმა
კარგად გაართვეს დავალებას
თავი. გაითავისეს როლები .
ბავშვებს განუვითარდათ
შემდეგი უნარები :
·
მეტყველების
·
ინტერპრეტაციის
·
ურთიერთშეფასების
·
თვითშეფასების
·
ინტრაპერსონალური
·
ინტერპერსონალური
·
იმპროვიზაციის
·
და სხვა
კარგი იქნება თუ მომავალში კიდევ გავასცენარებთ ნაწარმოებებს ,რადგა ამან ბავშვებში გამოიწვია ინტერესი , დადებითი ემოცია
და უკეთ სწავლის
მოტივაცია .
ფუტკარი-ლექსი ნოდარ დუმბაძის
ფუტკარი
მზია, ლილი და ნანა
გატენილ სკებთან დგანან:
- ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
გავუყოფთ გივის, ზაზას,
თინას, მანანას, ნესტანს,
ნუ გეწყინება ოღონდ
და ნუ დაგვასობ ნექტარს.
ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
თუ გინდა ქვეყნად მადლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
ხედავს ფუტკარი: სკასთან
ბავშვები პურით დგანან.
ადგა და მისცა თაფლი,
ღორმუცელაა განა?!
ნოდარ დუმბაძე
გატენილ სკებთან დგანან:
- ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
გავუყოფთ გივის, ზაზას,
თინას, მანანას, ნესტანს,
ნუ გეწყინება ოღონდ
და ნუ დაგვასობ ნექტარს.
ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
თუ გინდა ქვეყნად მადლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
ხედავს ფუტკარი: სკასთან
ბავშვები პურით დგანან.
ადგა და მისცა თაფლი,
ღორმუცელაა განა?!
ნოდარ დუმბაძე
ფუტკარი-ოთარ რამიშვილის სიმღერის ტექსტი
ფ უ ტ კ ა რ ი
სიმღერა ოთარ რამიშვილის
მზე აყვავებულ
ცაცხვებს დაჰხარის
სურს სურნელება საამოდ ნამავს.
2 -ჯერ{ ფუტკარი როგორც აფთიაქარი
ყვავილებისგან გვიმზადებს
წამალს.
მე ფუტკრის
ზუზუნს გულს ვუთმობ
ბინად,
სული ჰანგების
შუქით გამთბარა ,
2
-ჯერ{ ჩემს და მზეს შორის ფუტკარი
ფრინავს
როგორც
სიცოცხლის ელჩი პატარა .
იფრინე ქვეყნად,იფრინე ქვეყნად,
რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი.
2
-ჯერ { ამაზე კარგი
რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე და ღმერთს
სანთელი .
რომან რცხილაძის სიმღერის ტექსტი
ფ უ ტ კ ა რ ი
(სიმღერა---რომან რცხილაძე)
ფუსფუსებენ ფუტკრები
არა სცალიათ,
მე კი მიყვარს
თაფლი
ძალზე ძალიან.
მისამღერი :
ბილი-ბომ-ბომ......ბილი-ბომ-ბომ.....
რატომ ბზუი , ფუტკარო,
მისამღერი:
ბილი-ბომ-ბომ.... ბილი-ბომ-ბომ......
შენს მეგობარს უთხარო
მომცეს ცოტა თაფლი,
არას გავნებ მე
ცოტა-ცოტა გავსინჯავდი....
2-ჯერ
{ ნუ ბრაზდები
და ნუ ბზუი
შენი ჭირიმე....
ნუღარ გამიჯავრდები
და ნუ ბზუი ნუ ...
თაფლს ნატრობენ
ბავშვები
ნუ ბრაზდები
სულ ...
მისამღერი :
{ ბილი-ბომ-ბომ....ბილი-ბომ-ბომ.....
რატომ ბზუი ფუტკარო..........
Subscribe to:
Posts (Atom)